იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

Wednesday, March 28, 2012

ვულკანის "გაცოცხლება"

 მეოთხე კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე "ვულკანი".
 პრეზენტაციას ესწრებოდნენ  მეორე კლასის მოსწავლეები. მათ  გაიგეს: თუ რა არის ვულკანი? რა მოჰყვება ვულკანის ამოფრქვევას? რა ზიანისა და სარგებლობის მომტანია ლავა?
  პატარებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თვალსაჩინოებამ : მიწისძვრა, კრატერიდან ლავის ამოფრქვევა და სხვა... აგრეთვე მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ამ ბუნებრივი მოვლენის შესახებ  მეოთხე კლასელთა მიერ მოძიებული და მიწოდებული ინფორმაცია.
გაკვეთილის მეორე ნახევარი დაეთმო ურთიერთსწავლებას: უფროსებმა მეორე კლასელები დაყვეს 4 ჯგუფად ;თითოეულ ჯგუფს ჰყავდა  ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ ადევნებდა თვალყურს და ეხმარებოდა პატარებს ცდის წარმატებით ჩატარებაში, აძლევდა მათ შესაბამის ინსტრუქციას .
ცდისთვის პატარებმა  გამოიყენეს წინასწარ, ხელოვნების  გაკვეთილზე მოამზადებული მთის მოდელი. მათ, მოსმენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით  თავად შეძლეს ცდის ჩატარება და თითოეული საფეხურის ახსნა.
ბოლოს შეფასდა ჯგუფების ნამუშევარი და  გამოვლენდა საუკეთესო .























მასალა:სოდა, ძმარი,პლასტილინი,ჭარხლის წვენი,ჭიქა,კოვზი,ლანგარი.
სამუშაოს მსვლელობა:აიღე ორი ნაჭერი პლასტილინი.ერთი გააბრტყელე და მოამზადე "ვულკანის ძირი".მეორე ნაჭრისგან დაამზადე კონუსის ფორმის მთა.მთის შუაგული ისე ჩააღრმავე,რომ მასში ნახევარი ჭიქა წყალი ჩაეტიოს."მთა" მჭიდროდ მიამაგრე "მთის ძირს" და განიერ ლანგარზე მოათავსე. მოამზადე 2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდისა და რამდენიმე წვეთი ჭარხლის წვენის ნარევი.მოათავსე ნარევი კონუსის ღრუში . ფრთხილად დაასხი ერთი ჩაის კოვზი ძმარი. დააკვირდი პროცესს. აღწერე , რა ნიშნები ახლავს ვულკანის "გაცოცხლებას".