იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

Tuesday, February 22, 2011

როგორ იკვლევენ ზღვებსა და ოკეანეებს?


ადამიანი უძველესი დროიდან მოგზაურობდნენ ზღვებსა და ოკეანეებში.მათ ახალი ზღვებისა თუ ქვეყნების აღმოჩენა სურდათ.დღეს მეცნიერებს აინტერესებთ, როგორია ოკეანის ფსკერი,როგორ ცხოვრობენ იქ ორგანიზმები, რა საიდუმლოებები იმალება ოკეანის სიღრმეში?
სიცოცხლე ზღვებსა და ოკეანეებში
ზღვებსა და ოკეანეებში უამრავი ცოცხალი არსება ბინადრობს-ბევრად მეტი, ვიდრე კონტინენტებზე.აქ ცხოვრობენ როგორც თევზები და ძუძუმწოვარი ცხოველები, ისე-მრავალი სხვა ორგანიზმი.
http://www.youtube.com/embed/GTSQm_sVDzU

მითი თუ რეალობა?


არსებობს ძველი ლეგენდა ულამაზესი კუნძულის-ატლანტიდის შესახებ.ეს კუნძული ვულკანის ამორფქვევის შედეგად ოკეანის ფსკერზე ჩაიძირა და მთელი მისი მოსახლეობა დაიღუპა.ამ კუნძულს მკვლევარები დღემდე ეძებენ ,თუმცა უშედეგოდ.

ატლანტიდას კატასტროფა.
ნიკოლოზ რერიქი

ყველგან ერთნაირი სიღრმისაა ოკეანე თუ სხვადასხვა ადგილას სიღრმეც განსხვავებულია?სიგრძის გასაზომად ძველი ზღვაოსნები მსხვილ თოკზე ლითონის სიმძიმეს -ლოტს გამოაბამდნენ,წყლის სიღრმეში უშვებდნენ და თოკის სიგრძის მიხედვით ოკეანის სიღრმეს ზომავდნენ.
მოსწავლეებს დაურიგდათ გრძელი თოკი და ზედ დაკიდებული ლითონის საკიდი(სიმძიმე) და სახაზავები თოკის სიგრძის გასაზომად. მიეცათ დავალება მოსწავლის წიგნიდან გვ.67., რის მიხედვითაც მათ უნდა წარმოედგინათ, რომ ზღვაში არიან და საკლასო ოთახი გემბანია,მიწის ზედაპირი კი -ზღვის ფსკერი..უნდა შექმნან ლოტი და ფანჯრიდან გაზომონ ”ზღვის სიღრმე”.ფურცლებზე დააფიქსირონ მიღებული მონაცემები(რამდენი მეტრის სიღრმეზეა”ფსკერი”?)