საქართველოს ბიომრავალფეროვნების გლობალური მნიშვნელობა
ამჟამად დედამიწაზე გამოყოფენ ბიოლოგიური მრავალფეროვნების 25
"ცხელ წერტილს".
მათ შორის ერთ-ერთი კავკასია, კერძოდ, საქართველოა. კავკასია ასევე 200 გლობალურ
ეკორეგიონს შორისაა, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერაა
გამოყოფილი ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა: სახეობრივი მრავალფეროვნება,
ენდემიზმის დონე, ტაქსონომიური უნიკალურობა, ევოლუციური პროცესები და ფლორისა და
ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებები, მცენარეულობის ტიპების
მრავალფეროვნება და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე.
http://nacres.org/