მე–3 კლასმა ჩაატარა აქცია დევიზით:“გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავყრით ნაგავს“. აქციაში მონაწილეობა მიიღეს მოსამზადებელმა ჯგუფმა, I, II, IV , და V კლასის მოსწავლეებმა. გაიმართა დისკუსია თემაზე: რა აბინძურებს დედამიწას და რა გზები არსებობს ამ პრობლებმის მოსაგვარებლად. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ , გამოხატეს საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს. მათ დაურიგდათ სასწავლო მასალა “საქართველოს წითელი ნუსხის 10 სახეობა“და აქციის ორგანიზატორებთან სოლიდარობის ნიშნად და სიმბოლურად გაიკეთეს მაჯის რეზინები.
Wednesday, June 8, 2011
Thursday, May 19, 2011
Monday, May 9, 2011
Tuesday, April 26, 2011
მოვემზადოთ კვლევისათვის !
პსასმელი წყალი
იცით თუ არა, რომ ორგანიზმიდან დაახლოებით 15 % წყლის დაკარგვის შემთხვევაში , ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. წყალი, ჰაერთან ერთად,სიცოცხლის არსებობის აუცილებელი პირობაა: ჩვენს ორგანიზმს დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 3 ლ წყალი ესაჭიროება. შესაძლებელია ისიც გაგიგია - ეს წყალი სასმელად არ გამოდგება, ან პირიქით წყალი სასმელად ვარგისია.
რას გულისხმობენ , როცა ამბობენ სასმელად ვარგისი წყალი?
სასმელად ვარგისი წყალი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გამჭვირვალე და არ უნდა ჰქონდეს სუნი.
ჩაასხი ჭიქაში ის წყალი,რომელსაც ოჯახში იყენებთ დასალევად და შეამოწმე, აქვს თუ არა მას ეს თვისებები, ანუ არის თუ არა ეს წყალი სასმელად ვარგისი.
წყალი შეგიძლია საკმარისად გამჭირვალედ ჩათვალოთ, თუ მისი 30 სმ-იანი ფენის ქვეშ ჩვეულებრივი შრიფტით დაწერილი ტექსტის წაკითხვას შეძლებ.
დაიმახსოვრე სასმელ წყალს გემოც სასიამოვნო უნდა ჰქონდეს.
თუმცა, ზღვის წყალი,ძალიან გამჭვირვალე და უსუნო რომც იყოს, ადამიანი სასმელად მაინც ვერ გამოიყენებს,რადგან ძალიან მლაშეა. არც მდინარის, ან ტბის წყლის დალევაა სასურველი. ისიც იცი, რომ წყალი არამარტო მიწის ზედაპირზე და ატმოსფეროშია, ის მიწისქვეშაც არსებობს.

ნალექი , წვიმის ან თოვლის სახით, მიწაში ჩადის და ქმნის მიწისქვეშა წყლებს. სწორედ ასეთ წყლებს მიეკუთვნება წყაროს და ჭის წყალი. მთის ქანები და ქვიშა ბუნებრივი ფილტრია. მასში გავლის შემდეგ ჭისა და წყაროს წყალი სასმელად სუფთაა. საინტერესოა ,როგორ შეიძლება ეს წყალი სუფთა იყოს? ის ხომ ნიადაგის ზედაპირიდან სიღრმეში ჩასული წყლისაგან იქმნება,ნიადაგის ზედაპირი კი ყოველთვის მეტ-ნაკლებად დაბინძურებულია.
მოემზადე ! ქვემოთ მოყვანილი ცდა წარმოდგენას შეგიქმნის იმაზე, თუ რა გზას გადის წყალი და როგორ სუფთავდება ის.
დაკვირვება წყლის გაფილტვრაზე
გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას:
კვლევის მასალა და ხელსაწყოები: 6 პლასტმასის ბოთლი, 3 გამჭვირვალე ჭიქა, 3 ჯამი, სარეცხი ფხვნილი, ჭურჭლის თხევადი სარეცხი საშუალება, აკვარელის საღებავი, მაკრატელი, მიწა, ხრეში, ქვიშა.
პროცედურა:
პროცედურა:
1.ვამზადებთ საცდელი სითხის ნიმუშებს:
პლასტმასის სამი ლიტრიანი ბოთლის 1/3 გაავსე სასმელი წყლით.
ერთ ბოთლში ჩაასხი 3-4 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დაახურე სახურავი და კარგად შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა :”ჭურჭლის სარეცხი სითხე”.
ერთ ბოთლში ჩაასხი 3-4 წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დაახურე სახურავი და კარგად შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა :”ჭურჭლის სარეცხი სითხე”.
მეორე ბოთლში ჩაყარე ნახევარი ჩაის კოვზი სარეცხი ფხვნილი, დაახურე სახურავი და შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”სარეცხი ფხვნილი”.
მესამე ბოთლში გახსენი აკვარელის საღებავი იმ რაოდენობის, რომ წყალი შეფერადდეს. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”საღებავი”.
მესამე ბოთლში გახსენი აკვარელის საღებავი იმ რაოდენობის, რომ წყალი შეფერადდეს. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”საღებავი”.
სამ ბოთლში გაქვს საცდელი სითხის ნიმუში .
მიღებული სითხე არ არის სამელი წყალი, რადგან ის დაბინძურებულია საღებავით და სარეცხი საშუალებით. საცდელი სითხის ნიმუშებს დავამატოთ მეოთხე ბოთლი სუფთა წყლით და შევავსოთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:
მიღებული სითხე არ არის სამელი წყალი, რადგან ის დაბინძურებულია საღებავით და სარეცხი საშუალებით. საცდელი სითხის ნიმუშებს დავამატოთ მეოთხე ბოთლი სუფთა წყლით და შევავსოთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:
ცხრილი N 1 საცდელი სითხის ნიმუშების დახასიათება
საცდელი ნიმუშის მახასიათებლები
|
წყალში გახსნილი
ჭურჭლის სარეცხი სითხე |
წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილი
|
წყალში გახსნილი
საღებავი |
სასმელი წყალი
|
გამჭვირვალე
| ||||
მღვრიე
| ||||
სუნი
|
- საცდელი სითხის ნიმუშები განსხვავდება სამელი წყლისგან?თუ კი, რაში გამოიხატება ეს განსხვავება?
2. ვამზადებთ "ბუნებრივ ფილტრს":
პლასტმასის სამი 2-ლიტრიანი ბოთლი გადაჭერი შუაზე.
ძირი რამდენიმე ადგილას გაუხვრიტე სადგისით .სამივე ბოთლში გაანაწილე ფენებად მიწა, ქვიშა და ხრეში.
ბოთლები ცალ-ცალკე ჩადგი ჯამში და თითოეულს გაუკეთე წარწერა: ”ჭურჭლის სარეცხი”,”სარეცხი ფხვნილი” და ”საღებავი”.
3. ვაკვირდებით წლის გასასუფთავების პროცესს,ჩვენს მიერ შექმნილ,იმიტირებულ გარემოში :
ჯამში ჩადგმულ ბითლში ჩაასხი საცდელი ნიმუში წარწერის შესაბამისად.
ბოთლში ჩასხმული საცდელი ნიმუშის სითხე , დროთა განმავლობაში გაივლის ხრეშის, ქვიშის და მიწის ფენას. შემდეგ , წყალი გამოჟონავს გახვრეტილი ადგილიდან და ჯამში დაგროვდება.
გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას:
"ბუნებრივი ფილტრის" გავლის შედეგად , როგორია მიღებული სითხის-

გაითვალისწინე: წყლის გამოჟონვისთვის და დაყოვნებისთვის შეიძლება 2 -3 დღეც დაგჭირდეს.
ჯამში დაგროვილი სითხე გადმოასხი გამჭვირვალე ჭიქაში. ჭიქებს შესაბამისად გაუკეთე წარწერა”ჭურჭლის სარეცხი”,”სარეცხი ფხვნილი” და ”საღებავი”.
დააკვირდი ჭიქების შიგთავსს და შეავსე ცხრილი.
დააკვირდი ჭიქების შიგთავსს და შეავსე ცხრილი.
ცხრილი N2 საცდელი სითხის ნიმუშების დახასიათება
საცდელი ნიმუშის მახასიათებლები
|
წყალში გახსნილი ჭურჭლის სარეცხი სითხე
|
წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილი
|
წყალში გახსნილი საღებავი
|
სასმელი წყალი
|
გამჭვირვალე
| ||||
მღვრიე
| ||||
სუნი
|
გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას:
"ბუნებრივი ფილტრის" გავლის შედეგად , როგორია მიღებული სითხის-
• სუნი?
• გამჭვირვალობა?
მითითება მასწავლებელს: - განსხვავდება თუ არა 1 და 2 ცხრილში მოცემული საცდელი სითხის ნიმუშების მახასიათებლები? რაში მდგომარეობს განსხვავება?
- რა არის N 1 და N 2 ცხრილში მოცემული საცდელი სითხის ნიმუშების მახასიათებლებს შორის განსხვავების მიზეზი?
პირველი ეტაპი: კლასი დავყოთ რამდენიმე ჯგუფად და მივცეთ დავალება:
წაიკითხონ ტექსტი; დაგეგმონ ცდის ეტაპები და შეადგინონ შესაბამისი სქემები; ივარაუდონ ცდის შედეგი.
წაიკითხონ ტექსტი; დაგეგმონ ცდის ეტაპები და შეადგინონ შესაბამისი სქემები; ივარაუდონ ცდის შედეგი.
მეორე ეტაპი: შესრულებული სამუშაოს შემოწმება/შესწორება და ჯგუფში გამოთქმული ვარაუდების ირგვლივ დისკუსიის წარმართვა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მე–6 კლასის მოსწავლეები. ისინი აფასებდნენ ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს წინასწარ შემუსავებული კრიტერიუმების მიხედვით.
ვარაუდების შედარება მიღებულ შედეგთან;
დასკვნების გაკეთება.
მეხუთე ეტაპი: გაკეთებული სამუშაოს პრეზენტაცია:
Wednesday, April 20, 2011
სწავლა თამაშით
ლოგიკური თამაში :
თამაში1- 2 ასანთის ღერის გადაადგილებით მიიღე 5 ერთნაირი ზომის კვადრატი.
თამაში2– 2 ასანთის ღერის გადაადგილებით მიიღე 7 ერთნაირი ზომის კვადრატი.
თამაში3–7ასანთის ღერის გადაადგილებით მიიღე 4 ერთნაირი ზომის კვადრატი.
თამაში4– ამ კვადრატიდან 8 ასანთის ღერი ამოიღე ისე,რომ მიიღო 4 ერთნაირი ზომის კვადრატი.
თამაში5–როგორ შევუცვალოთ ადგილი შუაში არსებულ ასანთის ღერს ისე, რომ მას არ შევეხოთ.
ამ სასწავლო თამაშით ბევრ ცოდნასა და უნარებს განავითარებთ:
1. ვისაც გინდათ ინგლისური, ფრანგული , ესპანური და ა.შ.ანბანის სწავლა დააწკაპუნეთ ლათინურ ასოებზე.
2. პატარა კოშკები, რომლებზეც დროშები ,,ფრიალებს” გასწავლიან იმ დროშის ქვეშ მყოფი ქვეყნების ენებს.
3. ვისაც რიცხვებზე გინდათ ვარჯიში .
4. თოჯინები ფრანგულ სიმღერას მღერიან.
5. თუ მუსიკის აწყობა გინდათ .
6.სახალისო გასაფერადებლები.
7. თანავარსკვლავედების დათვალიერება ტელესკოპით.
8. საინტერესო .
9. ასაწყობი მოზაიკები -,,ფაზელები”
და
10. ჩამოკონწიალებული ფიფქები
11. მანეკენის ამოძრავებას თვითონ შეძლებთ.
დანარჩენ უამრავ საინტერესო რამეს თვითონაც ნახავთ და მიხვდებით.
მზიკო
Tuesday, April 12, 2011
მიწისქვეშა წყლები
იქ, სადც ახლომახლო არც მდინარეა,არც ნაკადული და არც წყალი ასეთ ადგილებში მცხოვრები ადამიანები ღრმა და ვიწრო ორმოებს –ჭებს თხრიან , რათა მიწისქვეშა წყალი იპოვონ და გამოიყენონ.

საინტერესოა როგორ მოხვდა წყალი მიწის ქვეშ?
წვიმის დროს მოსული წყლის ნაწილი ორთქლდება,ნაწილი კი მიწაში ჩაიჟონება.
მიწაში ჩაიჟონილი წყალი ჯერ ფხვიერ დენებს,კენჭებს,ქვებს,ქვიშას გაივლის.ამ დროს იგი იწმინდება.შემდეგ კი , როცა ისეთი ფენა სეხვდება, რომელიც წყალს არ ატარებს–იქ დაგროვდება.ასე ჩნდება მიწისქვეშა წყალი.
დააკვირდი ვიდეოს და დაადგინე,რომელ ფენებში გაიჟონა წყალი?
რომელ ფენაზე დაგროვდა?

საინტერესოა როგორ მოხვდა წყალი მიწის ქვეშ?წვიმის დროს მოსული წყლის ნაწილი ორთქლდება,ნაწილი კი მიწაში ჩაიჟონება.
მიწაში ჩაიჟონილი წყალი ჯერ ფხვიერ დენებს,კენჭებს,ქვებს,ქვიშას გაივლის.ამ დროს იგი იწმინდება.შემდეგ კი , როცა ისეთი ფენა სეხვდება, რომელიც წყალს არ ატარებს–იქ დაგროვდება.ასე ჩნდება მიწისქვეშა წყალი.
დააკვირდი ვიდეოს და დაადგინე,რომელ ფენებში გაიჟონა წყალი?
რომელ ფენაზე დაგროვდა?
Wednesday, March 30, 2011
კვლევა
კვლევის მიზანია დავადგინოთ, როგორ იშლება მიწაში ჩაფლული ნარჩენები ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
2010 წლის 28 ოქტომბერს გავიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და დავიწყეთ "ნადირობა ნაგავზე".მოგროვებული ნაგავი დავახარისხეთ ორ ჯგუფად:ხელოვნურად და ბუნებრივად.გადავუღეთ ფოტოები , ამოვთხარეთ ორმოები და ჩავფალით ნარჩენები.ნარჩენების ჩამარხვის შემდეგ მიწა კარგად დავტკეპნეთ და ორმოს თავზე გაუკეთეთ შესაბამისი წარწერები, რომელიც დაგვეხმარება ნამარხვის პოვნაში.წარწერაზე აგრეთვე მივუთითეთ ჩამარხვის თარიღი.
დღეს– 31 მარტია .დადგა დრო დაფლული საგნების მიწიდან ამოსათხრელად!
პირველ რიგში ვკითხულობთ ჩვენს მიერ 28 ოქტომბერს გაკეთებულ ჩანაწერებს, სადაც ჩამოთვლილი გვაქვს ნარჩენების სახელები და ვარაუდები :
რა მოუვა ხელოვნურ ნარჩენებს და ბუნებრივ ნარჩენებს მიწაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
კვლევამ გვიჩვენა, რომ ბუნებრივი ნარჩენები მიწაში კარგად დაიშალა ;
ხელოვნური ნარჩენები:ცელოფნის პარკები და პლასტიკატისგან დამზადებული საგნები თითქმის უცვლელი დარჩა.
კითხვები:
დაფიქრებულხარ თუ არა,რამდენი ნაგავი გროვდება თქვენს ოჯახში? ბაზრობებზე? დასასვენებელ ადგილებში?
სად მიდის ამდენი ნარჩენები?
სად მიგაქვთ თქვენ სახლში დაგროვილი ნაგავი?
გარემოს დანაგვიანება არის თუ არა გლობალური პრობლემა?
როგორ მოიქცევი შენ , გარემო რომ არ დააგვიანო?
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენი ნაგავი გროვდება წელიწადში დედამიწაზე–სადაც 6 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს?
ხომ არ ემუქრება დედამიწას "ნარჩენებში ჩაძირვა"?
ჩვენი დევიზია:გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავყრით ნაგავს!!!
გამოკითხვის შედეგად გავიგეთ, რომ ისეთი ნარჩენები, როგორიც არის რკინა, ქაღალდი და სხვა, შედარებით ნელა , მაგრამ მაინც განიცდის დაშლას. ამ ინფორმაციის დასადასტურებლად ვაგრძელებთ კვლევას და ნარჩენებს ისევ ვმარხავთ,ოღონდ ამ ჯერად უფრო ხანგრძლივი დროით –ერთი წლით.
2010 წლის 28 ოქტომბერს გავიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და დავიწყეთ "ნადირობა ნაგავზე".მოგროვებული ნაგავი დავახარისხეთ ორ ჯგუფად:ხელოვნურად და ბუნებრივად.გადავუღეთ ფოტოები , ამოვთხარეთ ორმოები და ჩავფალით ნარჩენები.ნარჩენების ჩამარხვის შემდეგ მიწა კარგად დავტკეპნეთ და ორმოს თავზე გაუკეთეთ შესაბამისი წარწერები, რომელიც დაგვეხმარება ნამარხვის პოვნაში.წარწერაზე აგრეთვე მივუთითეთ ჩამარხვის თარიღი.
დღეს– 31 მარტია .დადგა დრო დაფლული საგნების მიწიდან ამოსათხრელად!
პირველ რიგში ვკითხულობთ ჩვენს მიერ 28 ოქტომბერს გაკეთებულ ჩანაწერებს, სადაც ჩამოთვლილი გვაქვს ნარჩენების სახელები და ვარაუდები :
რა მოუვა ხელოვნურ ნარჩენებს და ბუნებრივ ნარჩენებს მიწაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
კვლევამ გვიჩვენა, რომ ბუნებრივი ნარჩენები მიწაში კარგად დაიშალა ;
ხელოვნური ნარჩენები:ცელოფნის პარკები და პლასტიკატისგან დამზადებული საგნები თითქმის უცვლელი დარჩა.
კითხვები:
სად მიგაქვთ თქვენ სახლში დაგროვილი ნაგავი?
როგორ მოიქცევი შენ , გარემო რომ არ დააგვიანო?
ხომ არ ემუქრება დედამიწას "ნარჩენებში ჩაძირვა"?
ჩვენი დევიზია:გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავყრით ნაგავს!!!
Subscribe to:
Posts (Atom)