იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

Wednesday, March 28, 2012

ვულკანის "გაცოცხლება"

 მეოთხე კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე "ვულკანი".
 პრეზენტაციას ესწრებოდნენ  მეორე კლასის მოსწავლეები. მათ  გაიგეს: თუ რა არის ვულკანი? რა მოჰყვება ვულკანის ამოფრქვევას? რა ზიანისა და სარგებლობის მომტანია ლავა?
  პატარებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თვალსაჩინოებამ : მიწისძვრა, კრატერიდან ლავის ამოფრქვევა და სხვა... აგრეთვე მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ამ ბუნებრივი მოვლენის შესახებ  მეოთხე კლასელთა მიერ მოძიებული და მიწოდებული ინფორმაცია.
გაკვეთილის მეორე ნახევარი დაეთმო ურთიერთსწავლებას: უფროსებმა მეორე კლასელები დაყვეს 4 ჯგუფად ;თითოეულ ჯგუფს ჰყავდა  ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ ადევნებდა თვალყურს და ეხმარებოდა პატარებს ცდის წარმატებით ჩატარებაში, აძლევდა მათ შესაბამის ინსტრუქციას .
ცდისთვის პატარებმა  გამოიყენეს წინასწარ, ხელოვნების  გაკვეთილზე მოამზადებული მთის მოდელი. მათ, მოსმენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით  თავად შეძლეს ცდის ჩატარება და თითოეული საფეხურის ახსნა.
ბოლოს შეფასდა ჯგუფების ნამუშევარი და  გამოვლენდა საუკეთესო .























მასალა:სოდა, ძმარი,პლასტილინი,ჭარხლის წვენი,ჭიქა,კოვზი,ლანგარი.
სამუშაოს მსვლელობა:აიღე ორი ნაჭერი პლასტილინი.ერთი გააბრტყელე და მოამზადე "ვულკანის ძირი".მეორე ნაჭრისგან დაამზადე კონუსის ფორმის მთა.მთის შუაგული ისე ჩააღრმავე,რომ მასში ნახევარი ჭიქა წყალი ჩაეტიოს."მთა" მჭიდროდ მიამაგრე "მთის ძირს" და განიერ ლანგარზე მოათავსე. მოამზადე 2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდისა და რამდენიმე წვეთი ჭარხლის წვენის ნარევი.მოათავსე ნარევი კონუსის ღრუში . ფრთხილად დაასხი ერთი ჩაის კოვზი ძმარი. დააკვირდი პროცესს. აღწერე , რა ნიშნები ახლავს ვულკანის "გაცოცხლებას". 

Wednesday, June 8, 2011

აქცია

მე–3 კლასმა ჩაატარა აქცია დევიზით:“გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავყრით ნაგავს“. აქციაში მონაწილეობა მიიღეს  მოსამზადებელმა ჯგუფმა, I, II, IV , და V კლასის მოსწავლეებმა. გაიმართა  დისკუსია თემაზე: რა აბინძურებს დედამიწას და რა გზები არსებობს ამ პრობლებმის მოსაგვარებლად. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ , გამოხატეს საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს. მათ დაურიგდათ სასწავლო მასალა “საქართველოს წითელი ნუსხის 10 სახეობა“და აქციის ორგანიზატორებთან სოლიდარობის ნიშნად  და სიმბოლურად გაიკეთეს მაჯის რეზინები.

Thursday, May 19, 2011

აქცია

გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავყრით ნაგავს!

Monday, May 9, 2011

სწავლა სასიამოვნო და სახალისოა




შეამოწმე შენი თავი:მათემატიკაში, ქართულში და ბუნებაში

Tuesday, April 26, 2011

მოვემზადოთ კვლევისათვის !


სასმელი წყალი
    იცით თუ არა, რომ ორგანიზმიდან დაახლოებით 15 % წყლის დაკარგვის შემთხვევაში , ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. წყალი, ჰაერთან ერთად,სიცოცხლის არსებობის აუცილებელი პირობაა: ჩვენს ორგანიზმს დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 3 ლ წყალი ესაჭიროება. შესაძლებელია ისიც გაგიგია  - ეს წყალი სასმელად არ გამოდგება, ან პირიქით წყალი სასმელად ვარგისია.
რას გულისხმობენ , როცა ამბობენ სასმელად ვარგისი წყალი?
სასმელად ვარგისი წყალი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გამჭვირვალე და არ უნდა ჰქონდეს სუნი.
ჩაასხი ჭიქაში ის წყალი,რომელსაც ოჯახში იყენებთ დასალევად და შეამოწმე, აქვს თუ არა მას ეს თვისებები, ანუ არის თუ არა ეს წყალი სასმელად ვარგისი. 
წყალი შეგიძლია საკმარისად გამჭირვალედ ჩათვალოთ, თუ მისი 30 სმ-იანი ფენის ქვეშ ჩვეულებრივი შრიფტით დაწერილი ტექსტის წაკითხვას შეძლებ.
დაიმახსოვრე სასმელ წყალს გემოც სასიამოვნო უნდა ჰქონდეს.

თუმცა, ზღვის წყალი,ძალიან გამჭვირვალე და უსუნო რომც იყოს, ადამიანი სასმელად მაინც ვერ გამოიყენებს,რადგან ძალიან მლაშეა. არც მდინარის,  ან ტბის წყლის დალევაა სასურველი. ისიც იცი, რომ წყალი არამარტო მიწის ზედაპირზე და ატმოსფეროშია, ის მიწისქვეშაც არსებობს.

ნალექი , წვიმის ან თოვლის სახით, მიწაში ჩადის და ქმნის მიწისქვეშა წყლებს.  სწორედ ასეთ წყლებს მიეკუთვნება წყაროს და ჭის წყალი. მთის ქანები და ქვიშა ბუნებრივი ფილტრია. მასში გავლის შემდეგ ჭისა და წყაროს წყალი სასმელად სუფთაა.  საინტერესოა ,როგორ შეიძლება ეს წყალი სუფთა იყოს? ის ხომ ნიადაგის ზედაპირიდან სიღრმეში ჩასული წყლისაგან იქმნება,ნიადაგის ზედაპირი კი ყოველთვის მეტ-ნაკლებად დაბინძურებულია.
მოემზადე ! ქვემოთ მოყვანილი ცდა წარმოდგენას შეგიქმნის იმაზე, თუ რა გზას გადის წყალი და როგორ სუფთავდება ის.
დაკვირვება წყლის გაფილტვრაზე
კვლევის მასალა და ხელსაწყოები: 6 პლასტმასის ბოთლი, 3 გამჭვირვალე ჭიქა, 3 ჯამი, სარეცხი ფხვნილი, ჭურჭლის თხევადი სარეცხი საშუალება, აკვარელის საღებავი, მაკრატელი, მიწა, ხრეში, ქვიშა.
პროცედურა:
1.ვამზადებთ საცდელი სითხის ნიმუშებს:
პლასტმასის სამი ლიტრიანი ბოთლის 1/3 გაავსე სასმელი წყლით.

 ერთ ბოთლში ჩაასხი 3-4  წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დაახურე სახურავი და კარგად შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა :”ჭურჭლის სარეცხი სითხე”.
 მეორე ბოთლში ჩაყარე ნახევარი ჩაის კოვზი სარეცხი ფხვნილი, დაახურე სახურავი და შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”სარეცხი ფხვნილი”.
 მესამე ბოთლში გახსენი აკვარელის საღებავი იმ რაოდენობის, რომ წყალი შეფერადდეს. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”საღებავი”.
  სამ ბოთლში გაქვს საცდელი სითხის ნიმუში .
მიღებული  სითხე არ არის სამელი წყალი, რადგან ის დაბინძურებულია საღებავით და სარეცხი საშუალებით. საცდელი სითხის ნიმუშებს დავამატოთ მეოთხე ბოთლი სუფთა წყლით და შევავსოთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:

ცხრილი N 1 საცდელი სითხის ნიმუშების დახასიათება

საცდელი ნიმუშის მახასიათებლები
წყალში გახსნილი
ჭურჭლის სარეცხი სითხე
წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილი
წყალში გახსნილი
საღებავი
სასმელი წყალი
გამჭვირვალე




მღვრიე




სუნი




გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას:

  •  საცდელი სითხის ნიმუშები განსხვავდება სამელი წყლისგან?თუ კი, რაში გამოიხატება ეს განსხვავება?

2. ვამზადებთ "ბუნებრივ  ფილტრს":
პლასტმასის სამი 2-ლიტრიანი  ბოთლი გადაჭერი შუაზე. 
ძირი რამდენიმე ადგილას გაუხვრიტე სადგისით .სამივე ბოთლში გაანაწილე ფენებად მიწა, ქვიშა და ხრეში. 
  ბოთლები ცალ-ცალკე  ჩადგი  ჯამში და თითოეულს გაუკეთე წარწერა:  ”ჭურჭლის სარეცხი”,”სარეცხი ფხვნილი” და ”საღებავი”. 
3. ვაკვირდებით წლის გასასუფთავების პროცესს,ჩვენს მიერ შექმნილ,იმიტირებულ გარემოში :
 ჯამში ჩადგმულ ბითლში ჩაასხი საცდელი ნიმუში წარწერის შესაბამისად.
ბოთლში ჩასხმული საცდელი ნიმუშის სითხე , დროთა განმავლობაში გაივლის ხრეშის,  ქვიშის და მიწის ფენას. შემდეგ , წყალი გამოჟონავს გახვრეტილი ადგილიდან და ჯამში დაგროვდება. 
გაითვალისწინე: წყლის გამოჟონვისთვის და დაყოვნებისთვის  შეიძლება 2 -3 დღეც დაგჭირდეს.
ჯამში დაგროვილი სითხე გადმოასხი გამჭვირვალე ჭიქაში. ჭიქებს შესაბამისად გაუკეთე წარწერა”ჭურჭლის სარეცხი”,”სარეცხი ფხვნილი” და ”საღებავი”.
დააკვირდი ჭიქების შიგთავსს და შეავსე ცხრილი.

ცხრილი N2  საცდელი სითხის ნიმუშების დახასიათება

საცდელი ნიმუშის მახასიათებლები
წყალში გახსნილი ჭურჭლის სარეცხი სითხე
წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილი
წყალში გახსნილი საღებავი
სასმელი წყალი
გამჭვირვალე




მღვრიე




სუნი





გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას:
"ბუნებრივი ფილტრის"  გავლის შედეგად , როგორია მიღებული სითხის-
 სუნი?
  გამჭვირვალობა?

  • განსხვავდება თუ არა 1 და 2 ცხრილში მოცემული საცდელი სითხის ნიმუშების მახასიათებლები? რაში მდგომარეობს განსხვავება?
  • რა არის N 1 და N 2 ცხრილში მოცემული საცდელი სითხის ნიმუშების მახასიათებლებს შორის განსხვავების მიზეზი?
მითითება მასწავლებელს: 
პირველი ეტაპი: კლასი დავყოთ რამდენიმე ჯგუფად და მივცეთ დავალება: 
წაიკითხონ ტექსტი; დაგეგმონ ცდის ეტაპები და შეადგინონ შესაბამისი სქემები; ივარაუდონ ცდის შედეგი.





მეორე ეტაპი:  შესრულებული სამუშაოს შემოწმება/შესწორება და  ჯგუფში გამოთქმული ვარაუდების ირგვლივ დისკუსიის წარმართვა.





პრეზენტაციას ესწრებოდნენ მე–6 კლასის მოსწავლეები. ისინი აფასებდნენ ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს წინასწარ შემუსავებული კრიტერიუმების მიხედვით.


     

მესამე ეტაპი: ცდის 

 ჩატარება
                                                                                                    მეოთხე ეტაპი:  ცხრილების შევსება;
 ვარაუდების შედარება მიღებულ შედეგთან;
დასკვნების გაკეთება.
მეხუთე ეტაპი:       გაკეთებული სამუშაოს პრეზენტაცია:






Wednesday, April 20, 2011

სწავლა თამაშით


ლოგიკური თამაში :
თამაში1- 2 ასანთის ღერის გადაადგილებით მიიღე 5 ერთნაირი ზომის კვადრატი.
თამაში2– 2 ასანთის ღერის გადაადგილებით მიიღე 7 ერთნაირი ზომის კვადრატი.
თამაში3–7ასანთის ღერის გადაადგილებით მიიღე 4 ერთნაირი ზომის კვადრატი.
თამაში4– ამ კვადრატიდან 8 ასანთის ღერი ამოიღე ისე,რომ მიიღო 4 ერთნაირი ზომის          კვადრატი.
თამაში5–როგორ შევუცვალოთ ადგილი  შუაში არსებულ ასანთის ღერს ისე, რომ  მას არ შევეხოთ.
ამ სასწავლო თამაშით ბევრ ცოდნასა და უნარებს განავითარებთ:
1. ვისაც გინდათ ინგლისური, ფრანგული , ესპანური და ა.შ.ანბანის სწავლა დააწკაპუნეთ ლათინურ ასოებზე.
2. პატარა კოშკები, რომლებზეც დროშები ,,ფრიალებს” გასწავლიან იმ დროშის ქვეშ მყოფი ქვეყნების ენებს.
3. ვისაც რიცხვებზე გინდათ ვარჯიში .
4. თოჯინები ფრანგულ სიმღერას მღერიან.
5. თუ მუსიკის აწყობა გინდათ .
6.სახალისო გასაფერადებლები.
7. თანავარსკვლავედების დათვალიერება ტელესკოპით.
8. საინტერესო .
9. ასაწყობი მოზაიკები -,,ფაზელები”
და
10. ჩამოკონწიალებული ფიფქები
11. მანეკენის ამოძრავებას თვითონ შეძლებთ.
დანარჩენ  უამრავ საინტერესო რამეს თვითონაც ნახავთ და მიხვდებით.
მზიკო