


საჭირო მასალა:სხვადასხვა ნიადაგის ნიმუშები(თიხიანი ნიადაგი,ქვიშიანი ნიადაგი), წყალი და ჭიქები ჯგუფების რაოდენობის მიხედვით, პატარა ფაიფურის ჯამი,სპირტქურა, ასანთი ,თაბახის ფურცლები,საწერ–კალამი, მინის ფინჯანი, მინის გამჭვირვალე მაღალი ქილა.

1. შეასავალი საუბარი
ნიადაგის სხვადასხვა ნიმუში მოვათავსე ერთმანეთის გვარდით ისეთნაირად, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ მათზე დაკვირვების საშუალება.
დავსვი კითხვები:
–თქვენი აზრით, ამ ნიადაგის ნიმუში ერთ ადგილას არის აღებული თუ სხვადასხვა ადგილას? რატომ ფიქრობთ ასე?
– რა განსხვავებაა მათ შორის?
–რა მსგავსებაა მათ შორის?
– როგორ ფიქრობთ, თუ არის ამ ნიადაგში ჰაერი?წყალი? ნეშომპალა?
საუბრის შემდეგ მოსწავლეებს ვუთხარი, რომ ამ გაკვეთილზე ნიადაგის გამოსაკვლევად ცდებს ჩავატარებთ.ზოგ ცდას მასწავლებელი ჩაატერებს, ზოგსაც–მოსწავლეები.
2.მუშაობა ჯგუფებში–ცდებზე დაკვირვება
კლასი დავყავი ორ ჯგუფად და დავურიგე თაბახის ფურცლები ჩანაწერებისათვის.ავუხსენი,რომ თითოეული ცდის შემდეგ ჯგუფმა უნდა დაწეროს მოკლედ : ცდის აღწერა,შედეგი და საკუთარი დასკვნა.
ცდა1.დავურიგე ჯგუფებს წყლით ნახევრად გავსებული ჭიქები და ცოტაოდენი ნიადაგის ნიმუში.ვთხოვე , ნიადაგი ჩაეყარათ წყალში და დაკვირვებოდნენ.
მოსწავლეებმა შენიშნეს, რომ წყლის ზედაპირზე ჰაერის ბუშტუკები დაიწყებს ამოსვლას,მაშასადამე , ნიადაგში ჰაერია.იგივე ცდა ჩავატარეთ ქვიშიან ნიადაგის გამოსაკვლევად.

შეკითხვები:
–რატომ დასველდა მინა პიველ შემთხვევაში?




– რა მოხდა?
–რა დაიწვა და რამ გამოყო ასეთი სუნი?
სანამ ამ კითხვებზე პასუხს გასცემენ, მანამდე უნდა დააკვირდნენ და შეადარონ ქვიშის გახურების შემთხვევაში მიღებულ შედეგს.ფაიფურის ჯამში ჩავყარეთ
ცოტაოდენი ქვიშა და ისევ გავახურეთ.მოსწავლეები დაინახავენ , რომ ამჯერად არც კვამლი გაჩნდება და არც უსიამოვნო სუნი.მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა, რომ თიხიან ნიადაგში ქვიშისგან განსხვავებით ორგანიზმების ნარჩენებია;მათმა დაწვამ გააჩინა კვამლი და სუნი.ე.ი.ნიადაგში ნეშომპალა ყოფილა.
ორივე ჯგუფი თაბახის ფურცლებზე აღწერს ცდას, ცდის შედეგს და აკეთებს დასკვნას.
3.პრეზენტაცია.
პრეზენტატორებმა მორიგეობით წაიკითხეს ჯგუფის ნამუშევარი,წარმოადგინეს ცდების ჩანახატები და სქემები.ჩავატარეთ მცირე დისკუსია საკამათო საკითხებზე.
ორივე ჯგუფი თაბახის ფურცლებზე აღწერს ცდას, ცდის შედეგს და აკეთებს დასკვნას.
3.პრეზენტაცია.
პრეზენტატორებმა მორიგეობით წაიკითხეს ჯგუფის ნამუშევარი,წარმოადგინეს ცდების ჩანახატები და სქემები.ჩავატარეთ მცირე დისკუსია საკამათო საკითხებზე.