იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

Wednesday, January 26, 2011

კოსმოსი

მე–5 კლასმა გააკეთა პრეზენტაცია მე–3 კლასთან თემაზე "კოსმოსი"
(სტან.ბუნ.V.9.მოსწავლე აღწერს კოსმოსურ სხეულებს და ზოგიერთ ასტრონომიულ მოვლენას მზის სისტემაში).
მე–3 კლასს ჰქონდა გარკვეული ცოდნა ამ თემასთან დაკავშირებით (სტან.ბუნ.III.8.მოსწავლე მარტივად აღწერს მზის სისტემას) და ამ პრეზენტაციის მეშვეობით კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს , რაც მათთვის განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იყო.
 გაუჩნდათ კითხვები და გაიმართა დისკუსია სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს შორის.მე–5 კლასის მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებს და გამოავლინა მოცემული თემის კომპლექსური ცოდნა.
კლასში შეიქმნა ისეთი ატმოსფერო, სადაც მოსწავლეებმა შეძლეს აზრების ურთიერთგაზიარება, ახალი იდეების გამოთქმა,სხვისი აზრების მოსმენა და გაგება, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის უნარ–ჩვევების გაუმჯობესება.