მზის სისტემის პლანეტებიდან მხოლოდ დედამიწაზეა სიცოცხლე.
დედამიწა ჩვენი ,ადამიანებისა და სხვა მრავალი ცოცხალი არსების დიდი სახლია.ამ სახლში ყველას თავისი კუთხე აქვს.შენი კუთხე საქართველოა.წარმოიდგინე,რომ გაქვს ძალიან ძლიერი გამადიდებელი ხელსაწყო და შორიდანვე შეგიძლია დედამიწის,ხოლო დედამიწაზე კი საქართველოს დანახვა.
კოსმოსიდან გადაღებული ფოტოსურათები გვარწმუნებს, რომ დედამიწა მრგვალია.ის კოსმოსიდან ცისფერი ბურთივით მოჩანს;ყველაზე მუქი ლაქები წყალია,ღია-ხმელეთი,ხოლო სულ ნათელი -ღრუბლები.
დედამიწას ჰაერი აკრავს.ჰაერში კი ღრუბლები დაცურავენ.
გლობუსი დედამიწის შემცირებული მოდელია.მას ლითონის ღერძი აქვს.ამ ღერძის ირგვლივ გლობუსი თავისუფლად მოძრაობს.სწორედ ასე ბრუნავს დედამიწაც თავისი ღერძის გარშემო.ერთ შემობრუნებას დედამიწა 24 საათს ანდომებს.ამ დროში ენაცვლება ერთმანეთს დღე და ღამე.ჩვენ გვეჩვენება ,რომ დედამიწა გაჩერებულია და მზე მის ირგვლივ მოძრაობს.ამიტომ ვამბობთ, რომ მზე დილით ამოდის,ღმოთ კი ჩადის.
ცის თაღზე მზის ამოსვლას აისი ჰქვია,ჩასვლას-დაისი.
დედამიწა კოსმოსში სხვა მოძრაობასაც ასრულებს-თავის ორბიტაზე "მისრიალებს" და მზეს უვლის გარშემო.მზის ირგვლივ ერთი სრული წრის შემოვლას დედამიწა ერთ წელს ანდომებს.
კოსმოსში არსებული ყველა ხეული ვარსკვლავი როდია.ზოგიერთი მათგანი დედამიწის მსგავსი უზარმაზარი ბურთია,რომელიც მზის გარშემო მოძრაობს.სულ "მზის ოჯახში "9ასეთი ბურთი ანუ პლანეტაა.თითოეული პლანეტა მზის გარშემო საკუთარ უხილავ გზაზე ,ორბიტაზე მოძრაობს.დედამიწაც ერთ-ერთი პლანეტაა.მზის ოჯახის პლანეტებიდან მხოლოდ დედამიწაზეა სიცოცხლე.
მზის ოჯახს მეორენაირად მზის სისტემა ჰქვია.მზის სისტემაში არც ერთი პლანეტის ორბიტა სხვა ორბიტას არ კვეთს.
პლანეტები განსხვავებული ზომის არიან:
მზის სისტემის პლანეტები მერკური,ვენერა,დედამიწა,მარსი,იუპიტერი,სატურნი,ურანი,ნიპტუნი,პლუტონი.
მზის სისტემა იმ გალაქტიკის ნაწილია, რომელსაც"ირმის ნახტომი"ჰქვია:
გამოიყენე მიღებული ცოდნა და შეამოწმე შენი თავი:
"პლანეტების განლაგება მზიდან დაშორების მიხედვით" ვითამაშოთ
წყლის მნიშვნელობა ბუნებაში წყალი დედამიწაზე ყველზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი ნივთიერებაა.
მას ჩვენი პლანეტის ზედაპირის დიდი ნაწილი უკავია।წყლის გარეშე შეუზლებელია სიცოცხლის არსებობა।გარდა ამისა,იგი ყველა ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ნივთიერებაა.
წყლის ციკლი
მზის სითბოს ზემოქმედებით დედამიწის ზედაპირიდან წყლის აორქლების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს।აორთქლებული წყალი მაღლა ატმოსფეროში ადის ,იქ კონდენსირდება და ნალექის სახით უკანვე ბრუნდება.ამ წრებრუნვას წყლის ციკლს უწოდებენ.
უყურეთ წყლის წვეთის თავგადასავალს, რომელიც თქვენთვის მე-8კლასის მოსწავლემ გააკეთა:
აღწერე სურათი,რომელ აგრეგატულ მდგომარეობაშია წყალი ყოველ მომდევნო ეტაპზე.
"მზე ვარსკვლავია" წარმოიდგინე რომ ზღაპრულ მოგზაურობაში ხარ, შორეულ კოსმოსში აღმოჩნდი და ახლა მზის სისტემისაკენ გაქვს გეზი აღებული _ სახლში, დედამიწაზე მიგეჩქარება. შორია დედამიწამდე? რა გზას უნდა დაადგე? რა ხიფათს გადაეყრები მზის სისტემაში მიმოსვლისას? რამდენ ხანს მოუნდები დედამიწამდე ჩამოსვლას? ამის ცოდნა აუცილებელია, რათა შინ მშვიდობით ჩახვიდე.
თუ დაკვირვებიხარ ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას?ვარსკვლავები ჩვენგან ძალიან შორსაა,ამიტომ გვეჩვენება ასე პატარებად.სინამდვილეში ბევრი ვარსვლავი მზეზე უფრო დიდია.
სამყაროში უთვალავი ვარსვლავია.სამყაროს მეცნიერებმა კოსმოსიუწოდეს.
ადამიანი უძველესი დროიდან აკვირდებოდა ვარსვლავიან ცას და ცდილობდა პასუხი მრავალ კითხვაზე გაეცა:რა არის ცა?რისგან შედგება სამყარო?აქვს თუ არა მას დასაწყისი და დასასრული?რა არის ვარსკვლავები?რატომ ჩანან ისინი პატარა ზომის?ამ ადამიანებს ძველად ვარსკვლავთმრიცხველებს ეძახდნენ.
ვარსკვლავებზე დაკვირვებისას ადამიანებმა ისინი სხვადასხვა ფიგურას მიამსგავსეს,ჯგუფებად დაყვეს და ადვილად რომ მოეძებნათ,სახელებიც უწოდეს.
ვარსკვლავთა ასეთ ჯგუფებს თანავასკვლავედი ჰქვია.სულ 88 თანავარსკვლავედია,ყოველ მათგანს თავისი სახელი აქვს.
ზოგს ცხოველის სახელი ჰქვია,ზოგს-ადამიანის ან მითიური არსებისა.
ერთად თავმოყრილ მილიარდობით ვარსკვლავს გალაქტიკა ეწოდება.ჩვენი მზე და დედამიწა ერთ-ერთი გალაკტიკის ნაწილია.ამ გალაქტიკას "ირმის ნახტომი"ჰქვია.
ყველა თანავარსკვლავედი და ვარსკვლავი,რომელსაც ღმით ცაზე ხედავ ,ჩვენ გალაქტიკას ეკუთვნის.
გაგიკვირდება ,ალბათ,როცა გაიგებ , რომ მზეც ვარსკვლავია.
მზე ჩვენ გალაქტიკაშია და სხვა ვარსკვლავებთან შედარებით, დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა.ის ერთადერთი ვარსკვლავია ,რომელსაც დღისით ხედავ.
მზე უზარმაზარი ბურთის ფორმისაა და დედამიწაზე გაცილებით დიდია.მზე ისეა გავარვარებული,რომ მისი ზედაპირი დუღს და თუხთუხებს.ამ სიმხურვალის გამო მზე მუდმივად ანათებს და სითბოს გამოყოფს.როცა მისი სხივები დედამიწას ეხება ,შუქი სითბოდ გარდაიქმნება .ასე რომ,მზის სხივებით თბება ხმელეთი , წყალი და ჰაერი.
დააკვირდი სურათებს და გამოიცანი:
რომელ სურათზე უფრო მეტად თბილა და რომელზე -ნაკლებად?
შენი აზრით ,რატომ ხდება ასე?
დედამიწის ზოგი ადგილი მზისგან მეტ სითბოს ირებს,ზოგი კი -ნაკლებს.
მზე ჩვენგან 150 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული .მისგან წამოსულ სხივს დედამიწამდე მოსაღწევად მხოლოდ 8 წუთი სჭიტდება.
არასდროს გაუსწორო მზეს თვალი .მისი ძლიერი შუქი თვალებს დაგიზიანებს!