მზის სისტემის პლანეტებიდან მხოლოდ დედამიწაზეა სიცოცხლე.
დედამიწა ჩვენი ,ადამიანებისა და სხვა მრავალი ცოცხალი არსების დიდი სახლია.ამ სახლში ყველას თავისი კუთხე აქვს.შენი კუთხე საქართველოა.წარმოიდგინე,რომ გაქვს ძალიან ძლიერი გამადიდებელი ხელსაწყო და შორიდანვე შეგიძლია დედამიწის,ხოლო დედამიწაზე კი საქართველოს დანახვა.
კოსმოსიდან გადაღებული ფოტოსურათები გვარწმუნებს, რომ დედამიწა მრგვალია.ის კოსმოსიდან ცისფერი ბურთივით მოჩანს;ყველაზე მუქი ლაქები წყალია,ღია-ხმელეთი,ხოლო სულ ნათელი -ღრუბლები.
დედამიწას ჰაერი აკრავს.ჰაერში კი ღრუბლები დაცურავენ.
ცის თაღზე მზის ამოსვლას აისი ჰქვია,ჩასვლას-დაისი.
დედამიწა კოსმოსში სხვა მოძრაობასაც ასრულებს-თავის ორბიტაზე "მისრიალებს" და მზეს უვლის გარშემო.მზის ირგვლივ ერთი სრული წრის შემოვლას დედამიწა ერთ წელს ანდომებს.
დაათვალიერე ანიმაციური მოდელი :
დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო;დედამიწის ბრუნვა მზის გარშემო.
ვირტუალური მოგზაურობა საქართველოში.
No comments:
Post a Comment