მცენარათა მრავალფეროვნება
ჩვეულებრივ, როდესაც ვამბობთ-ყვავილები დავკრიფე,ამა და ამ პიროვნებას ლამაზი ყვავილი ვაჩუქეო,ვგულისხმობთ რომელიმე ,მცენარეს მაგალითად ,იას,ვარდს თუ ტიტას.სინამდვილეში ყვავილი მცენარის მხოლოდ ერთი ნაწილია,თავად ასეთ მცენარეს კი,რადგან მას ყვავილი აქვს,ყვავილოვანი მცენარე ეწოდება. წიგნში და ვებ-გვერდზე ნახავ მრავალნაირი ყვავილოვანი მცენარის ფოტოებს,მაგრამ ჯობს ბუნებაში გახვიდე და "პირადად გაიცნო"ისინი.მით უმეტეს, რომ შენი სამშობლო უმდიდრესია ნაირგვარი ყვავილოვანი მცენარით,"გვაქვს უთვალავი ფერითა"და მათი ნახვა ერთ სიამოვნებად ღირს.
ყვავილოვანი მცენარეების გაცნობა დავიწყოთ იმ მცენარეებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდგომაზე ყვავილობს.
მცენარეებს, ისევე როგორც სხვა ცოცხალ არსებებს ,საკუთარი სახელები აქვთ.ზოგიერთი ასახავს ამ მცენარის თვისებებს:ყვავილის ფერს(თეთრყვავილა),ზომას ან ფორმას(თაგვიკუდა),ფოთლების რაოდენობას(სამყურა)და სხვ.
რას უნდა ნიშნავდეს "ყოჩივარდა"?ვცადოთ ამ სახელწოდების ორ სიტყვად დაშლა:"ყოჩი' და "ვარდი".მოგიყვები ამ მცენარის და აგრეთვე ყოჩის შესახებ,შენ კი გამოიცანი რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას მცენარის სახელწოდებასთან.
ყოჩივარდა:
ყოჩივარდას ყვავილი ვარდისფერია.ზოგიერთი მცენარე,მათ შორის ყოჩივარდაც ძალიან ადრე-თებერვალში ყვავილობს.ამიტომ ჯერ ყოჩივარდას ყვავილი გაიშლება ხოლმე ,შემდეგ კი მას სხვა ყვავილებიც მოჰყვება.
ყოჩი:
ყოჩი ეწოდება მამალ ცხვარს, რომელიც წინ მოუძღვის ფარას.

ახლა გამოიცანი:
რას შეიძლება ნიშნავდეს მცენარის სახელწოდება "ყოჩივარდა".
რასთან არის შედარებული მცენარე და რატომ;მცენარის რა თვისებას აღნიშნავს ეს სახელწოდება?
დავალება:
შეაგროვე მცენარეები და გააკეთე ჰერბარიუმი.გადაუღე ბუჩქებსა და ხე-მცენარეებს ფოტოები।წარუდგინე ეს მასალა მოსახლეობას და დაადგინე მცენარეების სახელწოდებები.სასურველია გამოკითხვაში ჩართოთ ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც ბევრი ისეთი სახელწოდება იციან ხოლმე,ახალგაზრდებს რომ არ გაუგიათ.
ცხოველები ცოცხალი ორგანიზმებია, რადგან :
გრძნობენ, მოძრაობენ და იზრდებიან;
იღებენ საკვებს და ჟანგბადს;
გამოყოფენ ნარჩენებს;
მრავლდებიან.
მცენარეებიც ცოცხალი ორგანიზმებია.ჩვენ ამის თქმა მასზე დაკვირვების შედეგად შეგვიძლია.
მცენარეს შეუძლია შეიგრძნოს სინათლე და გადაიხაროს მისკენ და არა მარტო:
მცენარეები იკვებებიან და გამოყოფენ ნარჩენებს, მაგალითად ჟანგბადს;
როგორ ასრულებს ფესვი თავის ფუნქციას?
მცენარის ფესვები ნიადაგში იზრდება .ფესვის ბოლოები უწვრილესი ფესვის ბუსუსებითაა დაფარული. ფესვის ბუსუსების დახმარებით ხდება წყლისა და მარილების შეწოვა.
ბუსუსები ძალიან ნაზია.თუ მცენარის გადარგვას მოინდომებ, მაგალიტად ,ერთი ქოთნიდან მეორეში,მცენარე ისე უნდა ამოიღო მიწიდან,რომ ბუსუსები არ დაუზიანდეს.ფესვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შერჩენილი გარშემო მიწის ნაწილი.
გარდა ამისა ფესვები მცენარეს ნიადაგში ამაგრებს.ასე რომ,მცენარის ნიადაგიდან ამოღება არც თუ ისე ადვილია.
ერთ ცნობილ რუსულ ზღაპარში ,ბოსტანში უზარმაზარი თალგამი გაიზარდა.პაპამ განიზრახა მისი მიწიდან ამოღება,მაგრამ ძვრა ვერ უყო.გაინტერესებს ვინ დაეხმარა პაპას თალგმის ამოღება?
უყურე ნახატ ფილმს:
მართლაც მცენარეები მყარად ემაგრებიან მიწას ფესვის საშუალებით და მათი ამოღება არც ისე ადვილია.
ყვავილი და მისი ორგანოები
დაათვალიერე მრავალძარღვას ღეროს მილები
შეამოწმე შენი ცოდნა :
დაათვალიერე ეს ბმული და შემოხაზე სწორი პასუხი -მცენარის რომელ ორგანოს ვიყენებთ საკვებად?

No comments:
Post a Comment