იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

Monday, October 11, 2010

მცენარის ღერო

გაკვეთილის სათაური:ღეროში წყლის მოძრაობაზე დაკვირვება
მიზანი:მოსწავლემ შეძლოს ღეროს აგებულების დაკავშირება მის ფუნქციასთან.
საჭირო მასალა: 2 ც. გამჭვირვალე ჭიქა წყლით, მაკრატელი ღეროს გადასაჭრელად, ნიახურის, იასამნის (ან სხვა მცენარის) 2ც.ფოთლებიანი სქელი ღერო.
სამუშაოს მსვლელობა:
1.აიღეთ წყლით სავსე ორი ჭიქა.ერთ-ერთში ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი მაგალითად წითელი ფერის საღებავი.წარმოიდგინეთ , რომ წითელი საღებავი არის ნიადაგის წყალში გახსნილი მარილები;
2.მაკრატლით გადაჭერით ღეროზე გამომშრალი ბოლო ნაწილი;
3.ორივე ჭიქაში მოათავსეთ მცენარე;
4. ივარაუდეთ :რა ცვლილებები შეიძლება განიცადოს ღერომ ორივე ჭიქაში?
5. ერთი დღის შემდეგ ამოიღეთ მცენარის ორივე ღერო და დაათვალიერეთ (თუ გაქვთ ლუპა გამოიყენეთ ის ღეროს დასათვალიერებლად).



შედეგების შეჯამება:
1.რატომ ავიღეთ ორი ჭიქა და მხოლოდ ერთში ჩავასხით საღებავი?რა ეწოდება ჭიქას ჩვეულებრივი წყლით?
(საკონტროლო ცდა)
2.რამ გამოიწვია ერთ-ერთი ღეროს ფერის ცვლილება?
(საღებავმა)
3.რა დავადგინეთ შეფერილი ღეროს საშუალებით?
(ღერო ატარებს წყალს ქვემოდან ფოთლების მიმართულებით)
4.რა გზით ხვდება ნიადაგიდან წყალი და მარილები ფოთოლში?
(ღეროში არსებული წვრილი მილებით)
დავალება
შენ უკვე საკმაოდ იცი იმის შესახებ ,თუ როგორ გადაადგილდება წყალი ღეროში.ამიტომ დააკვირდი ყურადღებით გადაღებულ ცდას და უპასუხე კითხვებს:
რატომ შეიცვალა გვირგვინის ფურცლებმა ფერი?
რით აიხსნება ცდის შედეგი?
რა კავშირია ცდის შედეგსა და მცენარეში ღეროს მნიშვნელობას შორის?


7 comments:

  1. 1.იმიტომ,რომ ღერომ მიაწოდა წყალი მთელ ყვავილს და გვირგვინის ფურცლები გაფერადდა.
    2.ღერო მიმწოდებლის ფუნქციას ასრულებს და ამარაგებს ყვავილს წყლით, რის შედეგადაც ყვავილი გახდა ფერადი.
    3.ღერო მიმწოდებლის ფუნქციას ასრულებს და თუ ღერო თავის ფუნქციას არ შეასრულებს შედეგს ვერ მივიღებთ.

    ReplyDelete
  2. მადლობა მასწ

    ReplyDelete
  3. 1. იმიტომ რომ, ღერომ წყალთან ერთად საღებავი მიაწოდა გვირგვინის ფურცლებს, რის გამოც ფურცლები შეფერადდა.

    2. ღერო არის გამტარი არა მხლოდ წყლის არამედ საღებავისაც.

    3.ჩვენ ვიცით რომ ღეროს საშუალებით იკვებება მცენარე. იღებს წყალს და მასში გარეულ სხვა ნივთიერებასაც. ამ შემთხვევაში საღებავს.

    ReplyDelete
  4. magrebi xart!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    ReplyDelete
  5. ნატო, სრულყოფილად გაქვს გაცემული პასუხი. ყოჩაღ!

    ReplyDelete