გაკვეთილის სათაური:
როგორ ატარებს წყალს ნიადაგი?
საჭირო მასალა: გამჭვირვალე ქილა წყლით და ნიადაგით,პლასტიკატის ორ-ორი ჭიქა,თეფშები და წყლიანი ჭიქები ,დაფა, ცარცი,თაბახის ფურცლები,საწერ-კალამი და ჩხირები.
გაკვეთილის მსვლელობა
1.ნიადაგის შედგენილობაზე დაკვირვება
კლასი დავყავი ორ ჯგუფად.თითოეული ჯგუფი მორიგეობით ათვალიერებს წყლიან ქილას, სადაც ნიადაგია გახსნილი. ისინი აღმოაჩენენ, რომ ნიადაგში ყოფილა კენჭები,ქვიშა,ორგანიზმების ნარჩენები და სხვა ნივთიერებები, მათ შორის თიხაც.
2.ცდის ჩატარება თიხიან და ქვიშიან ნიადაგზე
მოსწავლეები ატარებენ ცდას იმის დასადგენად, თუ როგორ ატარებს წყალს ქვიშიანი და თიხიანი ნიადაგი.ამისათვის ავიღე პლასტიკატის ჭიქები , ძირი გავუხვრიტე და დავურიგე ჯგუფებს-2 ცალი ერთ ჯგუფზე.დავურიგე, აგრეთვე ,თეფშები ჭიქებისათვის,თიხიანი და ქვიშიანი ნიადაგის ნიმუშები და წყლიანი ჭიქები.
ცდის ჩასატარებლად მოსწავლეებს მივეცი შემდეგი ინსტრუქციები:
ა)სანახევროდ გაავსეთ ჭიქები ნიადაგით (ერთ ჭიქაში ჩაყარეთ თიხიანი ნიადაგის ნიმუში,მეორეში-ქვიშიანი ნიადაგის ნიმუში);
ბ)ოდნავ ჩატკეპნეთ ნიადაგი ორივე ჭიქაში და დადგით თეფშებზე;
გ)ჩაასხით ცოტაოდენი წყალი ორივე ჭიქაში(თანაბარი რაოდენობით);
დ)დააკვირდით თეფშებს და უპასუხეთ კითხვებს:
-თუ დასველდა რომელიმე თეფში?
-საიდან გაჩნდა წყალი თეფშზე?
-თიხიანმა ნიადაგმა მეტი წყალი გაატარა თუ ქვიშიანმა?
ცდების შემდეგ ჯგუფებმა გააკეთეს მოკლე პრეზენტაციები და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.
3.თიხინი და ქვიშიანი ნიადაგების შედარება.
მოსწავლეებმა ჩხირებით გასინჯეს ორივე ნიადაგის ნიმუშები , შეადარეს ერთმანეთს და აღმოაჩინეს,რომ ქვიშიანი ნიადაგისაგან განსხვავებით თიხიანი ნიადაგი დასველების შემდეგ ბლანტი და წებოვანი ხდება.სწარედ ამის გამო არ ატარებს იგი წყალს.
ძაან მაგარია მესამე კლასი
ReplyDelete