იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

Wednesday, June 8, 2011

აქცია

მე–3 კლასმა ჩაატარა აქცია დევიზით:“გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავყრით ნაგავს“. აქციაში მონაწილეობა მიიღეს  მოსამზადებელმა ჯგუფმა, I, II, IV , და V კლასის მოსწავლეებმა. გაიმართა  დისკუსია თემაზე: რა აბინძურებს დედამიწას და რა გზები არსებობს ამ პრობლებმის მოსაგვარებლად. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ , გამოხატეს საკუთარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და შეუერთდნენ აქციის მონაწილეებს. მათ დაურიგდათ სასწავლო მასალა “საქართველოს წითელი ნუსხის 10 სახეობა“და აქციის ორგანიზატორებთან სოლიდარობის ნიშნად  და სიმბოლურად გაიკეთეს მაჯის რეზინები.

Thursday, May 19, 2011

აქცია

გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავყრით ნაგავს!

Monday, May 9, 2011

სწავლა სასიამოვნო და სახალისოა




შეამოწმე შენი თავი:მათემატიკაში, ქართულში და ბუნებაში

Tuesday, April 26, 2011

მოვემზადოთ კვლევისათვის !


სასმელი წყალი
    იცით თუ არა, რომ ორგანიზმიდან დაახლოებით 15 % წყლის დაკარგვის შემთხვევაში , ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. წყალი, ჰაერთან ერთად,სიცოცხლის არსებობის აუცილებელი პირობაა: ჩვენს ორგანიზმს დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 3 ლ წყალი ესაჭიროება. შესაძლებელია ისიც გაგიგია  - ეს წყალი სასმელად არ გამოდგება, ან პირიქით წყალი სასმელად ვარგისია.
რას გულისხმობენ , როცა ამბობენ სასმელად ვარგისი წყალი?
სასმელად ვარგისი წყალი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს გამჭვირვალე და არ უნდა ჰქონდეს სუნი.
ჩაასხი ჭიქაში ის წყალი,რომელსაც ოჯახში იყენებთ დასალევად და შეამოწმე, აქვს თუ არა მას ეს თვისებები, ანუ არის თუ არა ეს წყალი სასმელად ვარგისი. 
წყალი შეგიძლია საკმარისად გამჭირვალედ ჩათვალოთ, თუ მისი 30 სმ-იანი ფენის ქვეშ ჩვეულებრივი შრიფტით დაწერილი ტექსტის წაკითხვას შეძლებ.
დაიმახსოვრე სასმელ წყალს გემოც სასიამოვნო უნდა ჰქონდეს.

თუმცა, ზღვის წყალი,ძალიან გამჭვირვალე და უსუნო რომც იყოს, ადამიანი სასმელად მაინც ვერ გამოიყენებს,რადგან ძალიან მლაშეა. არც მდინარის,  ან ტბის წყლის დალევაა სასურველი. ისიც იცი, რომ წყალი არამარტო მიწის ზედაპირზე და ატმოსფეროშია, ის მიწისქვეშაც არსებობს.

ნალექი , წვიმის ან თოვლის სახით, მიწაში ჩადის და ქმნის მიწისქვეშა წყლებს.  სწორედ ასეთ წყლებს მიეკუთვნება წყაროს და ჭის წყალი. მთის ქანები და ქვიშა ბუნებრივი ფილტრია. მასში გავლის შემდეგ ჭისა და წყაროს წყალი სასმელად სუფთაა.  საინტერესოა ,როგორ შეიძლება ეს წყალი სუფთა იყოს? ის ხომ ნიადაგის ზედაპირიდან სიღრმეში ჩასული წყლისაგან იქმნება,ნიადაგის ზედაპირი კი ყოველთვის მეტ-ნაკლებად დაბინძურებულია.
მოემზადე ! ქვემოთ მოყვანილი ცდა წარმოდგენას შეგიქმნის იმაზე, თუ რა გზას გადის წყალი და როგორ სუფთავდება ის.
დაკვირვება წყლის გაფილტვრაზე
კვლევის მასალა და ხელსაწყოები: 6 პლასტმასის ბოთლი, 3 გამჭვირვალე ჭიქა, 3 ჯამი, სარეცხი ფხვნილი, ჭურჭლის თხევადი სარეცხი საშუალება, აკვარელის საღებავი, მაკრატელი, მიწა, ხრეში, ქვიშა.
პროცედურა:
1.ვამზადებთ საცდელი სითხის ნიმუშებს:
პლასტმასის სამი ლიტრიანი ბოთლის 1/3 გაავსე სასმელი წყლით.

 ერთ ბოთლში ჩაასხი 3-4  წვეთი ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დაახურე სახურავი და კარგად შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა :”ჭურჭლის სარეცხი სითხე”.
 მეორე ბოთლში ჩაყარე ნახევარი ჩაის კოვზი სარეცხი ფხვნილი, დაახურე სახურავი და შეანჯღრიე. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”სარეცხი ფხვნილი”.
 მესამე ბოთლში გახსენი აკვარელის საღებავი იმ რაოდენობის, რომ წყალი შეფერადდეს. გაუკეთე ბოთლს შესაბამისი წარწერა : ”საღებავი”.
  სამ ბოთლში გაქვს საცდელი სითხის ნიმუში .
მიღებული  სითხე არ არის სამელი წყალი, რადგან ის დაბინძურებულია საღებავით და სარეცხი საშუალებით. საცდელი სითხის ნიმუშებს დავამატოთ მეოთხე ბოთლი სუფთა წყლით და შევავსოთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:

ცხრილი N 1 საცდელი სითხის ნიმუშების დახასიათება

საცდელი ნიმუშის მახასიათებლები
წყალში გახსნილი
ჭურჭლის სარეცხი სითხე
წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილი
წყალში გახსნილი
საღებავი
სასმელი წყალი
გამჭვირვალე




მღვრიე




სუნი




გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას:

  •  საცდელი სითხის ნიმუშები განსხვავდება სამელი წყლისგან?თუ კი, რაში გამოიხატება ეს განსხვავება?

2. ვამზადებთ "ბუნებრივ  ფილტრს":
პლასტმასის სამი 2-ლიტრიანი  ბოთლი გადაჭერი შუაზე. 
ძირი რამდენიმე ადგილას გაუხვრიტე სადგისით .სამივე ბოთლში გაანაწილე ფენებად მიწა, ქვიშა და ხრეში. 
  ბოთლები ცალ-ცალკე  ჩადგი  ჯამში და თითოეულს გაუკეთე წარწერა:  ”ჭურჭლის სარეცხი”,”სარეცხი ფხვნილი” და ”საღებავი”. 
3. ვაკვირდებით წლის გასასუფთავების პროცესს,ჩვენს მიერ შექმნილ,იმიტირებულ გარემოში :
 ჯამში ჩადგმულ ბითლში ჩაასხი საცდელი ნიმუში წარწერის შესაბამისად.
ბოთლში ჩასხმული საცდელი ნიმუშის სითხე , დროთა განმავლობაში გაივლის ხრეშის,  ქვიშის და მიწის ფენას. შემდეგ , წყალი გამოჟონავს გახვრეტილი ადგილიდან და ჯამში დაგროვდება. 
გაითვალისწინე: წყლის გამოჟონვისთვის და დაყოვნებისთვის  შეიძლება 2 -3 დღეც დაგჭირდეს.
ჯამში დაგროვილი სითხე გადმოასხი გამჭვირვალე ჭიქაში. ჭიქებს შესაბამისად გაუკეთე წარწერა”ჭურჭლის სარეცხი”,”სარეცხი ფხვნილი” და ”საღებავი”.
დააკვირდი ჭიქების შიგთავსს და შეავსე ცხრილი.

ცხრილი N2  საცდელი სითხის ნიმუშების დახასიათება

საცდელი ნიმუშის მახასიათებლები
წყალში გახსნილი ჭურჭლის სარეცხი სითხე
წყალში გახსნილი სარეცხი ფხვნილი
წყალში გახსნილი საღებავი
სასმელი წყალი
გამჭვირვალე




მღვრიე




სუნი





გაანალიზე ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხე კითხვას:
"ბუნებრივი ფილტრის"  გავლის შედეგად , როგორია მიღებული სითხის-
 სუნი?
  გამჭვირვალობა?

  • განსხვავდება თუ არა 1 და 2 ცხრილში მოცემული საცდელი სითხის ნიმუშების მახასიათებლები? რაში მდგომარეობს განსხვავება?
  • რა არის N 1 და N 2 ცხრილში მოცემული საცდელი სითხის ნიმუშების მახასიათებლებს შორის განსხვავების მიზეზი?
მითითება მასწავლებელს: 
პირველი ეტაპი: კლასი დავყოთ რამდენიმე ჯგუფად და მივცეთ დავალება: 
წაიკითხონ ტექსტი; დაგეგმონ ცდის ეტაპები და შეადგინონ შესაბამისი სქემები; ივარაუდონ ცდის შედეგი.





მეორე ეტაპი:  შესრულებული სამუშაოს შემოწმება/შესწორება და  ჯგუფში გამოთქმული ვარაუდების ირგვლივ დისკუსიის წარმართვა.





პრეზენტაციას ესწრებოდნენ მე–6 კლასის მოსწავლეები. ისინი აფასებდნენ ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს წინასწარ შემუსავებული კრიტერიუმების მიხედვით.


     

მესამე ეტაპი: ცდის 

 ჩატარება
                                                                                                    მეოთხე ეტაპი:  ცხრილების შევსება;
 ვარაუდების შედარება მიღებულ შედეგთან;
დასკვნების გაკეთება.
მეხუთე ეტაპი:       გაკეთებული სამუშაოს პრეზენტაცია:






Wednesday, April 20, 2011

სწავლა თამაშით


ლოგიკური თამაში :
თამაში1- 2 ასანთის ღერის გადაადგილებით მიიღე 5 ერთნაირი ზომის კვადრატი.
თამაში2– 2 ასანთის ღერის გადაადგილებით მიიღე 7 ერთნაირი ზომის კვადრატი.
თამაში3–7ასანთის ღერის გადაადგილებით მიიღე 4 ერთნაირი ზომის კვადრატი.
თამაში4– ამ კვადრატიდან 8 ასანთის ღერი ამოიღე ისე,რომ მიიღო 4 ერთნაირი ზომის          კვადრატი.
თამაში5–როგორ შევუცვალოთ ადგილი  შუაში არსებულ ასანთის ღერს ისე, რომ  მას არ შევეხოთ.
ამ სასწავლო თამაშით ბევრ ცოდნასა და უნარებს განავითარებთ:
1. ვისაც გინდათ ინგლისური, ფრანგული , ესპანური და ა.შ.ანბანის სწავლა დააწკაპუნეთ ლათინურ ასოებზე.
2. პატარა კოშკები, რომლებზეც დროშები ,,ფრიალებს” გასწავლიან იმ დროშის ქვეშ მყოფი ქვეყნების ენებს.
3. ვისაც რიცხვებზე გინდათ ვარჯიში .
4. თოჯინები ფრანგულ სიმღერას მღერიან.
5. თუ მუსიკის აწყობა გინდათ .
6.სახალისო გასაფერადებლები.
7. თანავარსკვლავედების დათვალიერება ტელესკოპით.
8. საინტერესო .
9. ასაწყობი მოზაიკები -,,ფაზელები”
და
10. ჩამოკონწიალებული ფიფქები
11. მანეკენის ამოძრავებას თვითონ შეძლებთ.
დანარჩენ  უამრავ საინტერესო რამეს თვითონაც ნახავთ და მიხვდებით.
მზიკო

Tuesday, April 12, 2011

მიწისქვეშა წყლები

 იქ, სადც ახლომახლო არც მდინარეა,არც ნაკადული და არც წყალი ასეთ ადგილებში მცხოვრები ადამიანები ღრმა და ვიწრო ორმოებს –ჭებს თხრიან , რათა მიწისქვეშა წყალი იპოვონ და გამოიყენონ.

საინტერესოა როგორ მოხვდა წყალი მიწის ქვეშ?
წვიმის დროს მოსული წყლის ნაწილი ორთქლდება,ნაწილი კი მიწაში ჩაიჟონება.

მიწაში ჩაიჟონილი წყალი ჯერ ფხვიერ დენებს,კენჭებს,ქვებს,ქვიშას გაივლის.ამ დროს იგი იწმინდება.შემდეგ კი , როცა ისეთი ფენა სეხვდება, რომელიც წყალს არ ატარებს–იქ დაგროვდება.ასე ჩნდება მიწისქვეშა წყალი.
დააკვირდი ვიდეოს და დაადგინე,რომელ ფენებში გაიჟონა წყალი?
რომელ ფენაზე დაგროვდა?


Wednesday, March 30, 2011

კვლევა

კვლევის მიზანია დავადგინოთ, როგორ იშლება მიწაში ჩაფლული ნარჩენები ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
2010 წლის 28 ოქტომბერს გავიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და დავიწყეთ  "ნადირობა ნაგავზე".მოგროვებული ნაგავი დავახარისხეთ ორ ჯგუფად:ხელოვნურად და ბუნებრივად.გადავუღეთ ფოტოები , ამოვთხარეთ ორმოები და ჩავფალით ნარჩენები.ნარჩენების ჩამარხვის შემდეგ მიწა კარგად დავტკეპნეთ და ორმოს თავზე გაუკეთეთ შესაბამისი წარწერები, რომელიც დაგვეხმარება ნამარხვის პოვნაში.წარწერაზე აგრეთვე მივუთითეთ ჩამარხვის თარიღი.
დღეს– 31 მარტია .დადგა დრო დაფლული საგნების მიწიდან ამოსათხრელად!

პირველ რიგში ვკითხულობთ ჩვენს მიერ 28 ოქტომბერს გაკეთებულ ჩანაწერებს, სადაც ჩამოთვლილი გვაქვს ნარჩენების სახელები და ვარაუდები :
 რა მოუვა ხელოვნურ ნარჩენებს და ბუნებრივ ნარჩენებს მიწაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

კვლევამ გვიჩვენა, რომ ბუნებრივი ნარჩენები მიწაში კარგად დაიშალა ;
ხელოვნური ნარჩენები:ცელოფნის პარკები და პლასტიკატისგან დამზადებული საგნები თითქმის უცვლელი დარჩა.
კითხვები:
დაფიქრებულხარ  თუ არა,რამდენი ნაგავი გროვდება თქვენს ოჯახში? ბაზრობებზე? დასასვენებელ ადგილებში?
სად მიდის ამდენი ნარჩენები?
სად მიგაქვთ თქვენ სახლში დაგროვილი ნაგავი?
გარემოს დანაგვიანება არის თუ არა გლობალური პრობლემა?
 როგორ მოიქცევი შენ , გარემო რომ არ დააგვიანო?
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენი ნაგავი გროვდება წელიწადში დედამიწაზე–სადაც 6 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს?
ხომ არ ემუქრება დედამიწას "ნარჩენებში ჩაძირვა"?
ჩვენი დევიზია:გავუფრთხილდეთ გარემოს და ნუ დავყრით ნაგავს!!!
გამოკითხვის შედეგად გავიგეთ, რომ ისეთი ნარჩენები, როგორიც არის რკინა, ქაღალდი და სხვა, შედარებით ნელა , მაგრამ მაინც განიცდის დაშლას. ამ ინფორმაციის  დასადასტურებლად ვაგრძელებთ კვლევას და ნარჩენებს ისევ ვმარხავთ,ოღონდ ამ ჯერად უფრო ხანგრძლივი დროით –ერთი წლით.







მე-3 კლასი.

როგორ მოვიქცეთ დანაგვიანებულ გარემოში?
განვლილი მასალის განმტკიცების მიზნით კლასში გაიმართა დისკუსია თემაზე:
როგორ ანაგვიანებს ადამიანი გარემოს?რომლის  მიზანი იყო:
მოსწავლეებს  შეეძლოთ  გარემოს დანაგვიანების ზოგიერთი მძიმე შედეგის აღწერა და ადამიანის საზიანო და სასარგებლო ქმედებების განსხვავება.
ამ აქტივობის შემდეგ კლასი დაიყო სამ ჯგუფად და მიეცათ დავალება:
შეემუშავათ პარკის ტერიტორიაზე ქცევის განსაკუთრებული წესები.
შეექმნათ პლაკატის ნიმუშები, რომლებსაც ამ ადგილის მოსეირნე ადამიანებს გააცნობენ .

Sunday, March 6, 2011

პრაქტიკული სამუშაო:როგორ გავაკეთოთ კომპასი

eqskursiaze horizontis mxareeebis gasarkvevad, mcenareTa gavrcelebis
rukis Sesaqmnelad, dagWirdeba kompasi. kompasze aRniSnulia
horizontis mxareebi: CrdiloeTi, samxreTi, aRmosavleTi da dasavleTi.
Cveulebriv es mxareebi kompasze aRniSnulia xolme laTinuri
asoebiT: CrdiloeTi - N, samxreTi
- S, aRmosavleTi E da dasavleTi
- W. kompasze aRniSnulia agreTve
horizontis Sualeduri mxareebi:
Crdilo-aRmosavleTi NE,
samxreT-aRmosavleTi ES, samxreTdasavleTi
SW da Crdilo-dasavleTi
NW. kompass aqvs moZravi
isari. rogorc ar unda moatrialo
kompasi, isari yovelTvis ise ganlagdeba,
rom misi erTi bolo mimarTuli
iqneba CrdiloeTisaken,
meore ki Sesabamisad samxreTisaken.
amitom rodesac kompass daxedav,
misi isari yovelTvis giCvenebs Sens mimarT
da im adgilis mimarT sadac Sen imyofebi,
saiT aris CrdiloeTi, samxreTi,
aRmosavleTi da dasavleTi da agreTve
horizontis Sualeduri mxareebi.
suraTze moswavles kompasi udevs
xelis gulze. kompasis isari uCvenebs mimarTulebas
CrdiloeTisa da samxreTisaken.
moifiqre, saiT iqneba am moswavlis
mimarT aRmosavleTi da dasavleTi.
kompasi gamoigones CineTSi Cvens
welTaRricxvamde me-3 saukuneSi. kompasis
israd Cinelebi iyenebdnen magnituri
rkinisagan damzadebul sagnebs, magali-
Tad Tevzis figuras. Tevzi Tavsdeboda
tivtivaze, tivtiva ki wylis zedapirze.
wylis zedapirze moTavseba saWiro iyo,
raTa Tevzis figuras Tavisuflad etriala.
rogorc ki wyalze moaTavsebdnen,
Tevzis cxviri CrdiloeTisaken, kudi ki
samxreTisaken trialdeboda.

როგორ გავაკეთოთ კომპასი
  თანაკლასელებს შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ჩინელების გამოცდილება და სახელდახელოდ გააკეთოთ კომპასი.               
შეარჩიეთ ერთი რომელიმე ვარიანტი და შეუდექით საქმეს.
კომპასი 1.
კომპასის გასაკეთებლად აუცილებელი მასალა:
• მაგნიტი
• პერგამენტის ქაღალდი
• საკერავი ნემსი
•გამჭვირვალე ჭიქა
• წყალი
                                                               
• ჭიკარტი ან საკანცელარიო პატარა ლურსმანი
  ცდის მიმდინარეობა:
1.გაუყარე ნემსი პერგამენტის ქაღალდში,როგორც სურათზეა ნაჩვენები.
2. ნემსის წვეტიანი ბოლო გაუსევი40-ჯერ მაგნიტს. ყოველთვის ერთი მიმართულებით(თითქოს დანით ხის ძელს თლიდე).ნემსი უნდა დამაგნიტდეს.ამის შემოწმება ადვილია:მიუახლოვე ნემსის წვერი ჭიკარტს ან ლურსმანს–ისინი დამაგნიტებულ ნემსს მიეკრობა.
3. ჭიქაშო ჩაასხი წყალი და ზედაპირზე ,ჭიქის შუაში,მოათავსე ქაღალდი ნემსითურთ.
ცდის შედეგე:
ნემსის დამაგნიტებული წვერი ჩრდილოეთის მიმარტულებით განლაგდება.
შეამოწმე , ხომ არ მოხდა ეს შემთხვევით.შემოატრიალე ქაღალდი.
როდესაც ხელს გაუშვებ, ნემსის წვერი კვლავ ჩრდილოეთის მიმართულებით გადაინაცვლებს.
კომპასი–2 (ეს კომპასიც ჩინელების მოგონილია)
kompasis gasakeTeblad aucilebeli masala:
• magniti
• sakeravi nemsi
• Zafi
• fanqari
• gamWvirvale Wiqa
• Wikarti an sakancelario patara lursmani
ცდის მიმდინარეობა:
1. sakerav nemss SuaSi moabi Zafi. Zafis meore bolos gaukeTe yulfi
fanqarze Camosacmelad.
2. nemsis wvetiani bolo gausvi 40-jer magnits yovelTvis erTi mimarTulebiT
(TiTqos daniT xis Zels Tlide). nemsi unda damagnitdes.
amis Semowmeba advilia: miuaxlove nemsis wveri Wikarts an lursmans –
isini damagnitebul nemss miekroba.
3. Zafis yulfSi gauyare fanqari da dade is Wiqaze ise, rom nemsi
CaeSves Wiqis SuagulSi.
cdis Sedegi:
nemsis damagnitebuli wveri CrdiloeTis mimarTulebiT ganlagdeba.
Seamowme, xom ar moxda es SemTxveviT. Semoatriale fanqari. nemsis
wveri kvlav CrdiloeTis mimarTulebiT gadainacvlebs.

მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაო ნახეთ და შეაფასეთ (კომენტარით).
დაჩი ხაბურზანია
დათი აბესაძე
ნატო ბალავაძე
ქრისტინე ღვინეფაძე
ნიკა სანიკიძე