იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი

Sunday, September 19, 2010

მე-3 კლასი "მზე ვარსკვლავია"

"მზე ვარსკვლავია"
წარმოიდგინე რომ ზღაპრულ მოგზაურობაში ხარ, შორეულ კოსმოსში
აღმოჩნდი და ახლა მზის სისტემისაკენ გაქვს გეზი აღებული _ სახლში, დედამიწაზე
მიგეჩქარება.
შორია დედამიწამდე? რა გზას უნდა დაადგე? რა ხიფათს გადაეყრები
მზის სისტემაში მიმოსვლისას? რამდენ ხანს მოუნდები დედამიწამდე ჩამოსვლას?
ამის ცოდნა აუცილებელია, რათა შინ მშვიდობით ჩახვიდე.

თუ დაკვირვებიხარ ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას?ვარსკვლავები ჩვენგან ძალიან შორსაა,ამიტომ გვეჩვენება ასე პატარებად.სინამდვილეში ბევრი ვარსვლავი მზეზე უფრო დიდია.
სამყაროში უთვალავი ვარსვლავია.სამყაროს მეცნიერებმა კოსმოსი უწოდეს.
ადამიანი უძველესი დროიდან აკვირდებოდა ვარსვლავიან ცას და ცდილობდა პასუხი მრავალ კითხვაზე გაეცა:რა არის ცა?რისგან შედგება სამყარო?აქვს თუ არა მას დასაწყისი და დასასრული?რა არის ვარსკვლავები?რატომ ჩანან ისინი პატარა ზომის?ამ ადამიანებს ძველად ვარსკვლავთმრიცხველებს ეძახდნენ.
ვარსკვლავებზე დაკვირვებისას ადამიანებმა ისინი სხვადასხვა ფიგურას მიამსგავსეს,ჯგუფებად დაყვეს და ადვილად რომ მოეძებნათ,სახელებიც უწოდეს.
ვარსკვლავთა ასეთ ჯგუფებს თანავასკვლავედი ჰქვია.სულ 88 თანავარსკვლავედია,ყოველ მათგანს თავისი სახელი აქვს.
ზოგს ცხოველის სახელი ჰქვია,ზოგს-ადამიანის ან მითიური არსებისა.

ერთად თავმოყრილ მილიარდობით ვარსკვლავს გალაქტიკა ეწოდება.ჩვენი მზე და დედამიწა ერთ-ერთი გალაკტიკის ნაწილია.ამ გალაქტიკას "ირმის ნახტომი"ჰქვია.

ყველა თანავარსკვლავედი და ვარსკვლავი,რომელსაც ღმით ცაზე ხედავ ,ჩვენ გალაქტიკას ეკუთვნის.








გაგიკვირდება ,ალბათ,როცა გაიგებ , რომ მზეც ვარსკვლავია.

მზე ჩვენ გალაქტიკაშია და სხვა ვარსკვლავებთან შედარებით, დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა.ის ერთადერთი ვარსკვლავია ,რომელსაც დღისით ხედავ.
მზე უზარმაზარი ბურთის ფორმისაა და დედამიწაზე გაცილებით დიდია.მზე ისეა გავარვარებული,რომ მისი ზედაპირი დუღს და თუხთუხებს.ამ სიმხურვალის გამო მზე მუდმივად ანათებს და სითბოს გამოყოფს.როცა მისი სხივები დედამიწას ეხება ,შუქი სითბოდ გარდაიქმნება .ასე რომ,მზის სხივებით თბება ხმელეთი , წყალი და ჰაერი.

დააკვირდი სურათებს და გამოიცანი:










რომელ სურათზე უფრო მეტად თბილა და რომელზე -ნაკლებად?
შენი აზრით ,რატომ ხდება ასე?
დედამიწის ზოგი ადგილი მზისგან მეტ სითბოს ირებს,ზოგი კი -ნაკლებს.
მზე ჩვენგან 150 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული .მისგან წამოსულ სხივს დედამიწამდე მოსაღწევად მხოლოდ 8 წუთი სჭიტდება.
არასდროს გაუსწორო მზეს თვალი .მისი ძლიერი შუქი თვალებს დაგიზიანებს!
დაათვალიერე ეს გზავნილი:კოსმოსი

No comments:

Post a Comment